რუსთავში, რამდენიმე ლოკაციაზე, სიჩქარის ამთვლელი კამერები დამონტაჟდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ:
"საგზაო უსაფრთხოების მიზნით და მოსახლეობის მოთხოვნით - რუსთავში, რუსთაველის, დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის და ზედგენიძის ქუჩებზე დმონტაჟდა სიჩქარის ამთვლელი სექციური კამერები.
დასაშვები სიჩქარეებ:
რუსთაველის ქუჩა - 50კმ/სთ;
დავით გარეჯის ქუჩა - 50 კმ/სთ;
მშვიდობის ქუჩა - 60 კმ/სთ;
ჯავახიშვილის ქუჩა - 40 კმ/სთ;
ზედგინიძის ქუჩა - 40 კმ/სთ.
სიჩქარის ამთვლელი კამერები უახლოეს მომავალში დამონტაჟდება ქალაქის სხვა ლოკაციებზეც", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.