კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
აფხაზეთის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 500 მეტრი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად განახლდება, 14 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 8 საკვანძო ჭა მოეწყობა, რაშიც კომპანია “რუსთავის წყალი” ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. შედეგად წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება ქალაქ რუსთავის მე-7, მე-7ა, მე-8, მე-20 და 21-ე მიკრო რაიონების, შარტავა გამზირისა და ტაშკენტის ქუჩის მოსახლეობას.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაგეგმილი თითოეული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებასთან ერთად ქალაქ რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება ეტაპობრივად გაუუმჯობესდება. კომპანია “რუსთავის წყალი” ჩატარებული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას რუსთავის მოსახლეობას მუდმივად, სამუშაოების ყველა ეტაპზე მიაწვდის.