პატრიარქი მრევლს ახალი წლისთვის სახლში ნაძვის ნერგის შეტანას ურჩევს.

2016-12-11 14:16:56

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს ახალ წელს სახლში „მკვდარი ნაძვის ხის“ ნაცვლად, ნაძვის ნერგი შეიტანას ურჩევს. აღნიშნული მოწოდება პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე გააჟღერა და  ნერგების გახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
”
მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შეიტანოთ ნაძვის ნერგი”, - განაცხადა ილია მეორემ. გარდა ამისა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად,  გარემოს დაცვის სამინისტროც გამოვიდა ნაძვის ხეებთან დაკავშირებული ინიციატივით: ”ნუ მოჭრი - მორთე”. გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ნაძვის ხის მოჭრისგან.