იცოდი? - რომ რუსთავში საბაგირო იყო.
ახალგაზრდა რუსთაველებს არ ემახსოვრებათ, თუმცა უფროს თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ქალაქს 70-იანი წლებიდან საბაგირო ჰქონდა, რომელიც იაღლუჯის მთაზე აშენებულ "ქიმიკოსთა და მეტალურგთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბალნეოლოგიურ ცენტრს" უკავშირდება.
უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის საბაგირო სკოლიდან გაპარვის, ე.წ. "შატალოს" მიზეზიც გამხდარა.
საბაგიროს მშენებლობა 1974-75 წლებში სანატორიუმთან ერთად უნდა დაწყებულიყო.
მისი სიგრძე დაახლოებით 1060 მეტრს უდრიდა.
საბაგიროსთვის იაღლუჯის მთაზე მოეწყო ზედა, ხოლო ფერდობზე ქვედა სადგურები.
რუსთაველებს საბაგიროს 2 გონდოლა ემსახურებოდა, მგზავრობის საფასური, როგორც რუსთაველების ნაწილი იხსენებს, კი 20 კაპიკს შეადგენდა.
90-იან წლებში სანატორიუმთან ერთად განადგურდა საბაგირო, გამქრალია სადგურებს და საყრდენებს შორის გაბმული მზიდი და გამწევი ან მზიდ-გამწევი ბაგირი, დღემდე ნანგრევებიღა შემორჩენილი ქვედა და ზედა სადგურების.