რუსთავის ნაწილს დენი არ მიეწოდება

2023-10-05 15:42:09

რუსთავში 21-ე მიკრორაიონის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, კომპანიაში აბონენტის მხრიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, უსაფრთხოების მიზნით, ერთ-ერთ კორპუსში დენის გათიშვა მოხდა.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ტექნიკური ჯგუფი საცხოვრებელ სახლში უკვე მუშაობს და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, მოქალქეებს ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგებათ.