"რუსთავქალაქობა 2023"

2023-10-03 17:53:58

"რუსთავქალაქობა 2023" 8 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

კონცერტი მთავარ მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

რუსთაველებს "რუსთავქალაქობა 2023-ზე" უმღერებენ: ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ქართული ხმები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.