რუსთავში 130-მდე სალონი შემოწმდა

2023-10-03 17:32:14

პირველი აპრილიდან დღემდე რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა ქალაქში არსებული 130-მდე სალონი შეამოწმა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იშხნელმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის გამოწერილია 250-მდე აქტი. მათ შორის  შერჩევითი შემოწმების და განმეორებითი შემოწმებისას.

იშხნელის თქმით, ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით არსებული სალონების 65%-დან 70%-მდეა შემოწმებული.

ცნობისთვის, სალონებში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მეპატრონე ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი. განმეორების შემთხვევაში 500 და 1000 ლარი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები