გაიზრდება თუ არა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური

2023-10-03 11:54:01

საწვავის ზრდის გამო, შესაძლოა, საქალაქთაშორისო მიმართულებით მგზავრების გადამყვანმა რიგმა კომპანიებმა მგზავრობის საფასური გაზარდონ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, განიხილავს თუ არა მგზავრობის საფასურის ზრდას რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი კომპანია "ინტერტრანსი".

როგორც კომპანიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები