რუსთავში მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა 50 წლამდე კაცი პირადი ჩხრეკის მიზნით შეაჩერეს.
პოლიციელებმა კაცის პირადი ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებები ნახეს.
კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.