რუსთავში კაცმა ორსულ ცოლს სცემა

2023-10-01 23:33:45

რუსთავში კაცმა ორსულ ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთერთ მიკრორაიონში 30 წლამდე კაცსა და მის მეუღლეს შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რაც ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. სამართალდამცავებმა კაცი ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.