რუსთავი-თბილისის გზაზე ავტომობილი დაიწვა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიტას" მარკის მსუბუქ მანაქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.
ავტომობილში მყოფმა 6-ვე პირმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.
მომხარმა რუსთავი-თბილისის გზაზე საავტომობილი საცობი გამოიწვია და მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.