რუსთავი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტობანზე "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" არკვევს.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.