რუსთავში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
ქალქის წარმომადგენლობითმა ორგანომ 29 ივნისს ჩატარებულ სხდომაზე მერიის მიერ წარდგენილი შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა მოიწონა:
1. გმირთა მოედნიდან რუსთავის ცენტრალურ პარკამდე, ტროტუარების, ველობილიკების, სარწყავი და გარე განათების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები;
2. ზედგენიძის ქუჩის გზის საფარის რეკონსტრუქცი/რეაბილიტაცია;
3. გაგარინის ქუჩის N2-ში სანიაღვრე ქსელისა და ბეტონის საფარის მოწყობა;
4. კოსტავას გამზირის N1-ში გამაგრებითი სამუშაოები;
5. ასლანიკაშვილისა და ბათუმის ქუჩაზე არსებული სკვერისა და შენობების რეაბილიტაცია;
6. ტაშკენტის ქუჩის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია;
7. მშენებელთა ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია;
8. მე-12 მკ/რ-ში სკვერის მოწყობა;
9. სპორტის ქუჩა N2-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია;
10. თბილისის ქუჩაზე არსებული შენობებისა და შუაგამყოფი ზოლის რეაბილიტაცია;
11. რუსთაველის ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია;
12. მშენებელთა და მშვიდობის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
13. მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია;
14. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია;
15. მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია;
16. შარტავას გამზირის რეაბილიტაცია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
თითოეულ პროექტთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალურ ინფორმაციას მას შემდეგ მოგაწვდით, რაც შესაბამისი ელექტრონული ტენდერები გამოცხადდება.