რუსთვის საკრებულოში მორიგი სხდომა ჩატარდა

2023-09-29 17:57:48

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

ცვლილება შევიდა საკრებულოს N162 განკარგულებაში, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტის, N25 ბაგა-ბაღის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ქონების საპრივატიზებო ნუსხასა და გეგმიდან ამოღებას ითვალისწინებს;

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, შპს "კამას" სასყიდლიანი სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაეცა მე-20 მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 21კვ. მეტრი მიწის ფართობი;

დამტკიცდა მერიის მიერ ინიცირებული რუსთავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება;

საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, მიიღეს 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმა;

საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობით ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის "სარიტუალო მომსახურების", "საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარების" და "სტუდენტთა სოციალური დახმარების" ქვეპროგრამების განხორციელების წესებში;

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დეპუტატს საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჰქონდა და აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გაცემას კონკრეტული სამსახურების ხელმძღვანელებისგან ითხოვდნენ, რასაც სხდომაზე მცირე ხმაურიც მოჰყვა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი ხმათა სრული უმრავლესობით დაამტკიცეს.