რუსთავში, შშმ პირს სცემეს.
შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. 60 წლამდე მამაკაცსა და 50 წლამდე შშმ პირს შორის, კამათი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"ინფო რუსთავი" ინფორმაციით, ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს თვითმხილველებმა აცნობეს.
60 წლამდე მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულია.