გაერთიანებულ სამეფოში კანაფის ზეთის მომხმარებელთა რაოდენობა გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Dailymail ავრცელებს.
გამოცემის ცნობით გაერთიანებულ სამეფოში 250 000 ადამიანი კანაფის ზეთს სამკურნალო მიზნებისთვის მოიხმარს, კერძოდ, შფოთვისა და ეპილეფსიის, ასევე სხვა ტკივილების შესამცირებლად.შარშან მსგავსი მაჩვენებელი 150,000 მომხმარებელი იყო.
გამოცემის ინფორმაციით, კანაფის ზეთის მომხმარებელთა 65%-ს ქალები შეადგენენ.