რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ანთებულ გაზქურაზე დატოვებული ქვაბი გახდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.