"რუსთავი მოლი" გაიხსნა (ფოტო/ვიდეო).

2016-12-10 20:43:49

რუსთავში, აღმაშენებლის ქუჩის #89-ში „რუსთავი მოლი“ გაიხსნა, დღეს შენობაში პირველი მაღაზია უკვე განთავსდა სადაც “ალექსანდრე გარდის“, „ლოტტოს“  და „თაჩის“ ბრენდის, ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელია წარმოდგენილი. „რუსთავი მოლში“ რამდენიმე თვეში ფიტნეს ცენტრის, ბავშვთა გასართობი სივრცის, ბოულინგის, სხვადსხვა სპორტული და გასართობი აპარატების მოწყობაცაა დაგეგმილი. მოლის მარკეტინგის მენეჯერი ანი ბედინეიშვილი "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნავს რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა ცნობილ ბრენდთან და უახლოეს მომავალში კომპლექსში სხვადასხვა მაღაზიები განთავსდება. ხელმისაწვდომი ფასები და ტანისამოსის ფართო არჩევანი - „რუსთავის მოლი“ მომხმარებელს ყოველ დღე დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ელოდება.