ყარაბაღში ბენზინ გასამართ სადგურზე აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

2023-09-26 11:56:24

ყარაბაღში,  სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად სულ მცირე 290 ადამიანი დაშავდა.

სომხური მედიის ინფორმაცია, შვიდი დაშავებული კლინიკაში დაიღუპა, 13 პირის ცხედარი კი იდენტიფიცირებული არაა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება არაერთი მოქალაქე, მათი ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, უცნობია. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა რიგში დგებოდა მანქანებისთვის საწვავის მისაღებად, რათა რეგიონი დაეტოვებინათ და სომხეთში გადასულიყვნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაშავებულთა დასახმარებლად ადგილზე სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები