24 სექტემბრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება

2023-09-21 15:36:26
22 სექტემბერს კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავში, სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
კომპანია აღნიშნულ ქუჩაზე 35 მეტრი სიგრძის წყალსადენის მოძველებულ ქსელს ახლით შეცვლის
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, გაგარინისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ასევე ხრამის სათავე ნაგებობის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 სექტემბერს, დღის 14:00 საათიდან 24 სექტემბრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მარის არხისა და ჭყონდიდელის დასახლებებს, კრწანისის საწვრთნელ ბაზასა და მე-5, მე-6, მე-12, მე-16 და მე-17 საპყრობილეებს. ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, ტაბიძის, ახვლედიანის, გუდიაშვილის, გაგარინის, ბალანჩივაძის, მაიაკოვსკის, გრძელიძის, სარაჯიშვილის, ნიკოლაძის, მშვიდობის, ჭავჭავაძისა და გონაშვილის ქუჩებს. წულიკიძის, ქუჩიშვილის, ლესელიძის, შიო არაგვისპირელის, ტურგენევის, დავით გარეჯის, რუსთაველის, კონსტიტუციის, 9 მაისის, ქაშაკაშვილის, ოსტროვსკის, ბარათაშვილის, არაყიშვილი, დოლიძის, ჩოხელის ქუჩებს ჩიხებითა და გასასვლელებით. ბათუმისა და ასლანიკაშვილის ქუჩების ნაწილს, რუსთაველის ნაწილს (#9-დან 46-ის ჩათვლით, ლეონიძის N2,4,6, მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონებს