რუსთავში მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე გზისა და ტროტუარების გაახლება იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 499 023 ლარია გამოყოფილი.