სიახლე რუსთავის გზებზე

2023-09-14 18:18:43

რუსთავის მერიის განცხადება:

"საგზაო  უსაფრთხოების მიზნით და მოსახლეობის მოთხოვნით, რუსთავში, კოსტავას, მშენებელთა, გაგარინის და მშვიდობის ქუჩებზე დამონტაჟდა სიჩქარის ამთვლელი სექციური კამერები.

დასაშვები სიჩქარეები:

  • გაგარინის ქუჩა - 50 კმ/სთ
  • კოსტავას გამზირი - 40 კმ/სთ
  • მშვიდობის ქუჩა - 60 კმ/სთ
  • მშენებელთა - 50 კმ/სთ

სიჩქარის ამთვლელი კამერები უახლოეს მომავალში დამონტაჟდება ქალაქის სხვა ლოკაციებზეც"