რომელი ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება რუსთავში

2023-09-13 15:34:16

რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორცილებაა დაგეგმილი. ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელმა, მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია:

1. წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე კუტურის სახლის რეაბილიტაცია;
2. აფხაზეთის ქუჩის რეაბილიტაცია;
3. VII და VIII მკ/რ-ებს შორის გზის რეაბილიტაცია;
4. ნ. ლომოურის ქუჩისა და VII და VIII მკ/რ-ებს შორის გზის რეაბილიტაცია;
5. დოლიძის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
6. ყაზბეგის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
7. გონაშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
8 ნიკო ლომოურისა და ალექსანდრე ახმეტელის (რაგბის სტადიონის მიმდებარედ დამაკავშირებელი გზის მოწყობა);
9. მე-12 მკრ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ გზის მოწყობა;
10. ნესტორ გიორგაძის ქ. N2; N6; N10; N12; N16; N20, ჯავახიშვილის ქ. N3-ს და ტერენტი გრანელის ქ. N7; N9 და N11-ის შიდა ეზოებში ა/ბეტონის საფარის მოწყობა;
11. რუსთაველის ქუჩის  (რუსთაველის 16-დან სარაჯიშვილის ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია.

საკრებულომ წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები