რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სტიქიის შედეგებს გაეცნო.
ლაცაბიძე, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები მესხიშვილისა და ტურგენევის ქუჩებზე, ასევე ჭყონდიდელის დასახლებაში იმყოფებოდნენ.
რუსთავის მერის თქმით, ქალაქის სანიაღვრე სისტემას გამართულად რომ არ ემუშავა, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა.
“ვაგრძელებთ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობას იმ მისამართებზე, რა მისამართებიც ფიქსირდება მოსახლეობის მხრიდან მერიის ცხელ ხაზზე. ადგილზე გავალთ და ყველა დეტალს შევისწვლით. არის მცირე მეწარმეების ფართების დატბორვის ფაქტები. ყველა ღონისძიებას გავატარებთ იმისთვის, რომ პრობლემები ქალაქში რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას. მთავარია, რომ ცენტრალურმა სანიაღვრე სისტემამ იმუშავა, ძალიან დიდი ნალექი იყო და დანარჩენს შესაბამისი სამსახურები რაც შეიძლება სწრაფად მიხედავენ.
სანიაღვრე სისტემები პერიოდულად მოწმდება და სულ ახლახანს მოხდა გაწმენდა, რომ არა ეს ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებდით. რომ არა ცენტრალური სანიაღვრე სისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა14 მილიონი ლარი დაჯდა, კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა შედეგი. ამ ეტაპისთვის, ყველაფერი არის სტაბილურად”, - განაცხადა რუსთავის მერმა.