თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კაცის სახლი დაიწვა

2023-09-08 14:38:35

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 35 წლის თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კაცის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის დროს სრულად განადგურებულია სახლის ორივე სართული.

უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი სოფელში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა 35 წლის თანასოფლელი ბექა ჯანიაშვილი მოკლა, ადგილობრივებს ამის თქმა უჭირთ.