ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა

2023-09-06 22:10:27

ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა. 

ადგილობრივი გამოცემა TV25.GE ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, რა დროსაც მას კატერი დაეჯახა. 

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მძიმე ტრამვებით კლინიკაში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში მედიასაშუალებას უთხრეს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლიდ კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.