TOP 3 სკოლა რუსთავში ეროვნული გამოცდების მიხედვით

2023-09-06 12:57:29

2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე, ქვეყნის მასშტაბით 100%-იანი გრანტის მოპოვება, რამდენიმე ასეულმა აბიტურიენტმა შეძლო, მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან რუსთაველებიც.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" უკვე გაგაცნოთ რუსთავში არსებული სხვადასხვა სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებას სახელმწიფოსგან სრული დაფინანსებით გააგრძელებენ.

ახლა კი გთავაზობთ TOP3 ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც ყველაზე მეტი 100%-იანი გრანტის მქონე მოსწავლე ჰყავს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინფორმაცია მომზადებულია "ინფო რუსთავისთვის" სკოლებიდან მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. გამომდინარე იქიდან, რომ დირექტორების მცირე ნაწილმა ჩვენთან არ ითანამშრომლა, სტატიაში ამ დაწესებულებებზე შეყვანილია მხოლოდ კურსდამთავრებულების მიერ მოწოდებული მონაცემები, რაც შესაძლოა, ვერ იყოს სრულყოფილი.

საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგი, სრული დაფინანსების მქონე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, წელს ასე გამოიყურება:

პირველ ადგილზე მე-4 საჯარო სკოლაა, 6 უკვე სტუდენტით:

ელენე სადაღაშვილი - N4 საჯარო სკოლა;

ნინო სახვაძე - N4 საჯარო სკოლა;

ნინი ყორშია - N4 საჯარო სკოლა;

ანა ღარიბაშვილი - N4 საჯარო სკოლა;

დეა კოჟორიძე - N4 საჯარო სკოლა;

ქეთევან დანელია - N4 საჯარო სკოლა.

მეორე ადგილზეა 4 კურსდამთავრებულით 24-ე საჯარო სკოლა:

ნიკა ჯიბღაშვილი - N24 საჯარო სკოლა;

ნიკა გაბაშვილი - N24 საჯარო სკოლა;

მარიამ მესხი - N24 საჯარო სკოლა;

ნინი გზირიშვილი - N24 საჯარო სკოლა.

ხოლო მესამე ადგილზე მე-20 საჯარო სკოლა - 3 კურსდამთავრებულით:

ანასტასია კლაჩკოვა - N20 საჯარო სკოლა;

თამარ კუპატაძე - N20 საჯარო სკოლა;

თორნიკე ჯიხვაშვილი - N20 საჯარო სკოლა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები