2023-09-05 16:53:41
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ჰონდას" მარკის 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.