"მის მსოფლიო 2017" ცნობილია (ვიდეო)

2017-11-18 23:31:37

ჩინეთის ქალაქ სანიაში მის მსოფლიოს კონკურსი დასრულდა. სილამაზის კონკურსში სულ 120 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო ქართველი ქეთი შეყილაშვილი, მოდელი კონკურსზე კომპანია "იმიჯ ცენტრმა" გააგზავნა. სცენაზე გამოსვლამდე და ღონისძიების დღემდე იყო რამდენიმე სატელევიზიო შოუ, სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

18 ნოემბერს მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენ იყო მიმართული. კონურსი 3 საათი გაგრზელდა, 120 მონაწილე მაყურებლის და ჯიურის წინაშე სხვადასხვა კოსტუმით წარსდგა. ღონისძიება რამდენიმე ეტაპად გაიმართა, საბოლოოდ გამარჯვება ინდოელ მოდელს მანუში ჩილარს ერგო, სწორედ მან მოირგო "მის მსოფლიო 2017"-ის გვირგვინი. აღსანიშნავია რომ ინდოეთმა აღნიშნულ კონკურსში ბოლოს 17 წლს წინ გაიმარჯვა.

ქართველი მოდელი ქეთი შეყილაშვილი სამწუხაროდ პირველივე ტურიდან გამოეთიშა კონკურსს. როგორი საიმიჯო რგოლით წარდგა ქეთი კონკურსზე და რა პასუხი გასცა წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, ნახეთ ვიდეო.


 

RUSTAVI