პირველი აპრილიდან დღემდე რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა ქალაქში არსებული 115 სალონი შეამოწმა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იშხნელმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის გამოწერილია 202-მდე აქტი. მათ შორის 115 შერჩევითი შემოწმების და 87 განმეორებითი შემოწმებისას.
ცნობისთვის, სალონებში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მეპატრონე ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი. განმეორების შემთხვევაში 500 და 1000 ლარი.