რუსთავში, სკვერში მოზარდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

2023-08-29 23:25:23

რუსთავში, ფალიაშვილის სკვერშია არასრულწლოვნებმა იჩხუბეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა რეკრეაციულ სივრცეში არსებულ სტადიონზე მოხდა.

"ბავშვებმა იჩხუბეს და მშობლებმა პატრული გამოიძახეს. რამდენიმე ბავშვი იყო 8-9 წლის. თმებში წვდა ერთ-ერთი მეორეს, იმან ცუდი სიტყვა უთხრა და… " - უყვება "ინფო რუსთავს" თვითმხილველი.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები