საბერძნეთში ქართველს 29 კგ ნარკოტიკული ნივთიერება უპოვეს

2023-08-27 14:27:34

საბერძნეთში, სალონიკში 50 წლამდე ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობირივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართველ მამაკაცს სამართალდამცავებმა 28 შეკვრა 29 კგ კანაფი უპოვეს. ნარკოტიკულ ნივთიერებასთან ერთად ქართველს უკანონო მფლობელობაში ჰქონდა იარაღიც.

ბერძენმა სამართალდამცავებმა 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები