პარიზის გარე უბანში სამართალდამცავებმა 37 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორისაც ქართვეები და ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFM TV ავრცელებს.დაანშაულებრივი ჯგუფი ეჭვმიტანილია, ბინების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში. გავრცელებული ინფორმაციით 37 კაციანი ჯგუფი, სახლებისა და მაღაზიების ძარცვას დაახლოების სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა. დაკავებისას სამრთალდამცავებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.