რუსთავში კაცი დაიკარგა

2023-08-25 15:06:35

რუსთავში 50 წლის რუსტამ ტუღუშევს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის ძმამ განუცხადა, 23 აგვისტოს რუსტამ ტუღუშევი მიკროავტობუსით სადღაც წავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანს.

დაკარგულს ეცვა სამხედრო ქურთუქი, პერანგი და თავზე ეხურა კეპი.

ოჯახმა კაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებსაც მიმართეს.

თუ ფლობთ მამაკაცის შესახებ რაიმე ინფორმაციას, დაუკავშირდით მის ძმას ნომერზე: 593 651 832

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები