"მოზარდებზე იწევს, დიდებზე არა" [photo]

2023-08-24 19:48:27

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მიუსაფარმა ძაღლმა 12 წლის მოზარდი დაკბინა. აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბავშვის დედამ მიაწოდა.

ირინა ზაუტაშვილის თქმით, გოგონას ნაკბენი ქვედა კიდურის არეში აქვს.

"ეზოში იყო ბავშვი ჩვეულებრივად, არც გარბოდა და არაფერი, უბრალოდ წყლის დასალევად მივიდა, ეცა და უკბინა. კიდურში აქვს ნაკბენი, გუშინ გავუკეთეთ აცრა. მეზობელი იყო იქ და მან თქვა, რომ პირველი შემთხვევა არ არისო, 2 მოზარდს უკბინა ცოტა ხნის წინ, ოღონდ იმათ უფრო რთულად, რამდენიმე ადგილას.

დავრეკეთ ცხოველთა მონიტორინგში და წაიყვანენო მითხრეს. წაყვანილიც ჰყავდათ 2 კვირის წინ, გუშინწინ გამოუშვეს და გუშინ ბავშვს უკბინა კიდევ. თუ წაიყვანენ ამ ძაღლს უკეთესი იქნება, რამდენი უნდა დაკბინოს? თან მოზარდებზე იწევს, დიდებზე არა", - აცხადებს ბავშვის დედა.

როგორც რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ძაღლს სამსახურის მხრიდან ჩატარებული ჰქონდა ვაქცინაცია და სტერილიზაციის პროცედურა.

"ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია მომხდარი ფაქტის შესახებ.

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ჩვენი სამსახურის მიერ  ამ ცხოველს ჩატარებული აქვს ვაქცინაციაც და სტერილიზაციის პროცედურაც. იყო ვეტერინარების დაკვირვების ქვეშ დავინაიდან ჯანმრთელი იყო,  ვაქცინაცია- სტერილიზაციის შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნით, ცხოველი დავაბრუნეთ  ბუნებრივ არეალში.

როგორც გითხარით,  ცხოველი აცრილია ცოფზე. ამჟამად მოხდება მისი გადაყვანა  ცხოველთამონიტირინგის სამსახურში, სადაც ის ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ჩვენითანამშრომლები, ამ წუთებშიც არიან მესხიშვილის ქუჩაზე, საიდანაც  ძაღლი უნდაწამოვიყვანოთ.

მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი სისტემატიურმონიტორინგს უწევს მიუსაფარი ცხოველების მიგრაციის პროცესს და მათი ვაქცინაციის გზითსაფრთხის პრევენციასაც ახდენს. რეაგირება ხდება აბსოლუტურად ყველა გამოძახებაზე, რაცმოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება.

შეტყობინების დატოვება მოსახლეობას შეუძლია მერიის ცხელ ხაზზე- 1300”, - აცხადებს გიორგი კუხალაშვილი, მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები