კომპანია რუსთავის წყალი წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“კომპანია რუსთავის წყალი ქალაქ რუსთავის სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 24 აგვისტოს 22:00 საათიდან 25 აგვისტოს 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: რუსთავი და გარდაბანი მთლიანად”,- ნათქვამია განცხადებაში.