ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა

2023-08-23 18:27:21

სოფელ მანავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის მანქანა მოცურდა, რის შედეგადაც ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. 7 ადამიანი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები