რუსთავში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება ეზღუდება

2023-08-23 15:02:16

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

"კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის მურმან ლებანიძის I გასასვლელის, N8-თან  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან  დაკავშირებით დღეს, 23 აგვისტოს 14:15 საათიდან 23 აგვისტოს 20:00  საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მე-7ა მიკრო რაიონს და ლებანიძის ქუჩას გასასვლელებით",- ნათქვამია განცხადებაში.