2023-08-22 14:02:39
რუსთავში გმირთა მოედნიდან რუსთავის ცენტრალურ პარკამდე, ტროტუარების, ველობილიკების, სარწყავი და გარე განათების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 108 572 ლარი გამოიყო.