როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-08-20 11:49:03

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მცხეთის ქ. N25 -თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 20 აგვისტოს, 11:20 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

სამგორის ქ, ტოლსტოის ქ, სამშვილდის ქ, ნეკრასოვის ქ, გოგოლის ქ, ბერიტაშვილის ქ, მცხთის ქ, კახეთის ქ, გ. ჯავახიშვილის ქ და მაზნიაშვილის ქ.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.