მე-4 სართულიდან 15 წლის გოგო გადმოვარდა და გარდაიცვალა

2023-08-13 12:25:21

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში 15 წლის მოზარდი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

მოზარდი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმებმა მას ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები