რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საცობია.
როგორც ავტომობილის მძღოლებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ორთაჭალა-ფონიჭალის მონაკვეთზე ავტომობილთა გადაადგილება შეფერხებულია.
საცობის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევაა.