რუსთავის TOP 5 სკოლა ეროვნული გამოცდების შედეგებით

2023-08-14 13:45:47

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება დაასრულა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" შედეგების გამოქვეყნების პარალელურად შემოგთავაზათ მაღალქულიანი რუსთაველი აბიტურიენტების სია ორ სავალდებულო საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, და ასევე ორ არჩევით საგანში, ისტორიასა და მათემატიკაში, რომელთაც აბიტურიენტების დიდი ნაწილი აბარებდა.

შეგროვებული მონაცემების მიხედვით გამოვყავით TOP 5 სკოლა რუსთავში, სადაც ყველაზე მეტი მაღალი შეფასება დაიწერა.

სკოლებს შორის ყველაზე მეტი მაღალი ქულით მე-4 სკოლა ლიდერობს. საერთო ჯამში ამ სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა საგანში 129 მაღალი შეფასება მიიღეს, რომლებიც ასე ნაწილდება:

ქართულში - 48 მაღალი ქულა
ისტორია - 13 მაღალი ქულა
უცხო ენა - 58 მაღალი ქულა
მათემატიკა - 10 მაღალი ქულა.

მაღალი შეფასებებით მე-2 ადგილზეა 22-ე საჯარო სკოლა, სადაც 71 მაღალი ქულა დაიწერა.

ქართულში - 20 მაღალი ქულა
ისტორია - 8 მაღალი ქულა
უცხო ენა - 40 მაღალი ქულა
მათემატიკა - 3 მაღალი ქულა.

მე-3 ადგილზე 66 მაღალი შეფასებით არის მე-2 საჯარო სკოლა:

ქართულში - 25 მაღალი ქულა
ისტორია - 4 მაღალი ქულა
უცხო ენა - 34 მაღალი ქულა
მათემატიკა - 3 მაღალი ქულა.

მე-4 ადგილზეა 24-ე საჯარო სკოლა 48 მაღალი ქულით:

ქართულში - 16 მაღალი ქულა
ისტორია - 3 მაღალი ქულა
უცხო ენა - 25 მაღალი ქულა
მათემატიკა - 4 მაღალი ქულა.

მე-5 ადგილზეა მე-5 საჯარო სკოლა 45 მაღალი ქულით:

ქართულში - 13 მაღალი ქულა
ისტორია - 5 მაღალი ქულა
უცხო ენა - 23 მაღალი ქულა
მათემატიკა - 4 მაღალი ქულა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები