ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება

2023-08-09 13:22:22

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა).

ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს.

ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 აგვისტო + 38 °C, 10 აგვისტო + 39 °C, 11 აგვისტო + 38 °C, 12 აგვისტო + 39 °C.