მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 27 წლის ბიჭმა მოტოციკლი ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ.