კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მშვიდობის ქ. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 8 აგვისტოს 10:30 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გ.ჯავახიშვილის, გრანელის, ჩეხოვის, ჩაპაევის, ბარნოვის, სამგორის, გიორგაძის და მშვიდობის ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.