რუსთაველი ახალგაზრდა რობი ღონღაძე, რომელიც სკოლის მოსწავლეა აცხადებს რომ მას მთვრალი პოლიციელები მისდევდნენ და ცეცხსასროლი იარაღიდან ესროდნენ. 18 წლის ბიჭი "ინფო რუსთავთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება რომ 12 ნოემბერს, რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე ერთერთ მაღაზიასთან მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც კრიმინალური პოლიციის მანქანა გაჩერდა და ბიჭებს მიმართა - "აქ რას აკეთებთ, მაღაზიის გაქურდვას ხომ არ აპირებთ". რობი აცხადებს რომ მათ ზრდილობიანად უპასუხა თუმცა პოლიციელებმა მისი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასმა და განყოფილებაში გადაყვანა სცადეს რა დროსაც ის მათ გაექცათ. სწორედ ამ დროს მოხდა დადევნება და სროლა, ბიჭი წაიქცა, პოლიციელები დაედევნენ და მას უმოწყალოდ სცემეს.
ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ რომ - "მიმდინარე წლის 12 ნოემბერს შსს-ს გენერალურ ინპექციაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება ქალაქ რუსთავში პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, თუმცა, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, შეტყობინების ინიციატორთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა. ამავე თემაზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, ასევე, მიმართა სახალხო დამცველის რუსთავის ოფისის წარმომადგენელმა და დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, შსს-ში, შეტყობინების ინიციატორ მოქალაქესთან ერთად, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გამოცხადების სურვილი გამოთქვა. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან და შეტყობინების ინიციატორ მოქალაქესთან გასაუბრების შემდეგ, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, შსს-ს გენერალური ინსპექცია შესაბამის და ყველა საჭირო მოქმედებას განახორციელებს."
ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს, "ინფო რუსთავი" გაესაუბრა რობის მეგობრებს, მეზობლებს, მამას და თავად დაშავებულს, ნახეთ ვიდეო.