კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის რჩეულიშვილის 10 ბ-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 6 აგვისტოს 23:00 საათიდან ხვალ, 7 აგვისტოს 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რჩეულიშვილის, კახეთის, გ. ჯავახიშვილის, ტოლსტოის, სამშვილდის, ნეკრასოვის, გოგოლის, ბერიტაშვილის, მცხეთის, სამგორის, მაზნიაშვილის ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.