ინფორმაცია, თითქოს შოვში დაკარგულ რუსთაველი სამირა ისაევა კონტაქტზე გამოვიდა, სიმართლე არაა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული 18 წლის გოგოს ძმამ ისკანდერ ისაევამ განუცხადა.
"მასწავლებელთან როგორ გავიდოდა კონტაქტზე, ყველა მასწავლებელთან დაკვრეკე და ყველა იძახის, რომ ჩემთვის არ დაურეკიაო. ჩემი ნომერიც ზეპირად იცის, მამაჩემისაც და დედაჩემისაცო, პირველ რიგში ჩვენ დაგვირეკავდა",- განგვიცხადა ისკანდერ ისაევამ.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები არიან რუსთაველები 60 წლამდე მარინა ხორბალაძე, მისი შვილი 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძე, შვილიშვილი 4 წლის გიორგი ხორბალაძე და მათი მეზობელი 18 წლის სამირა ისაევა.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 15 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.