კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის რჩეულიშვილის ქ. 10 ბ-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 5 აგვისტოს 17:45 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რჩეულიშვილის, კახეთის, გ. ჯავახიშვილის, ტოლსტოის, სამშვილდის, ნეკრასოვის, გოგოლის, ბერიტაშვილის, მცხეთის, სამგორის, მაზნიაშვილის ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.